Thursday, January 31, 2013










აინშტაინი
                                                  აინშტაინის გამონათქვამები




ორი რამ არის უსასრულო: ჩვენი სამყარო და სისულელე. ისე მაინც ეჭვი მეპარება, სამყარო უსასრულო იყოს.არ ვიცი რა იარაღი იქნება გამოყენებული მესამე მსოფლიო ომში, მაგრამ ცხადია რომ მეოთხეში მხოლოდ ჯოხები და ქვები იქნება.

მოგებულია ომი, მაგრამ არა მშვიდობა.ადამიანების უმეტესობა ამბობს, რომ ინტელექტი ქმნის დიდ მეცნიერს. ისინი სცდებიან: დიდ მეცნიერს ჰქმნის ხასიათი.ღმერთი კამათელს არ თამაშობს! (ალბათობის თეორიაზე გაღიზიანებულმა თქვა ეს სიტყვები)
პოლიტიკა უფრო რთული რამაა, ვიდრე ფიზიკა.
მე არასოდეს ვფიქრობ მომავალზე, ის ისედაც საკმაოდ სწრაფად მოდის.
მეცნიერება რელიგიის გარეშე კოჭლია, რელიგია მეცნიერების გარეშე – ბრმა.
კაცები იმიტომ ქორწინდებიან ქალებზე, რომ იმედოვნებენ, ისინი არასდროს შეიცვლებიან, ქალებს კი ,პირიქით, იმედი აქვთ, შეძლებენ კაცების შეცვლას. საბოლოოდ ორივე მათგანი იმედგაცრუებული რჩება.
რელიგია, ხელოვნება და მეცნიერება, ერთი და იგივე ხის სხვადასხვა ტოტებია.
მეცნიერება არის კაცი, რომელიც ამჯობინებს, გამოთვალოს, ვიდრე ივარაუდოს.
გენიალურობა სიმარტივეშია.
ცოდნა საჭიროა, მაგრამ ცოდნაზე უფრო საჭირო ფანტაზიის უნარია.
ღმერთისთვის ჩვენ ყველა ერთნაირად ბრძენი და ერთნაირად სულელნი ვართ.
ჟეშმარიტება არის ის, რაც უძლებს ექსპერიმენტებს.
გენიალობა იმით განსხვავდება სიბრიყვისაგან, რომ გააჩნია საზღვარი.
ინტელექტუალები წყვეტენ პრობლემებს, ხოლო გენიოსები თავიდან იცილებენ მათ.
როცა ჩნდება მნიშვნელოვანი პრობლემა, მას იმავე აზროვნების დონით ვერ გადავწყვეტთ , რომელზეც ჩვენი გონება იმყოფებოდა, როცა ეს პრობლემა შექმნა.
გეომეტრიის აქსიომები ვინმეს ინტერესს რომ ეხებოდეს, მათ უეჭველად უარყოფდნენ.
                                             ფორმულა რომელმაც მსოფლიო შეცვალა

                                       
E=mc² აინშტაინის გენიალურობის სიმბოლოა. ეს არის ფორმულა, რომელიც ადამიანთა მიერ სამყაროს აღქმას სრულიად ცვლის, იგი აერთიანებს 2 იდეას, რომელიც აქამდე არავის დაუკავშირებია ერთმანეთთან ისე გენიალურად, როგორც აინშტაინმა შესძლო, ეს არის კავშირი მასასა და ენერგიას შორის. აინშტაინის მთავარი ჩანაფიქრი იყო ის, რომ ენერგია, რომელიც ამოძრავებს საგანს და მასა, როგორც საგნის წონა არ არიან ერთმანეთისგან განსხვავებულნი, პირიქით, ისინი ერთდაიგივე რამეს წარმოადგენენ. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ მასა შესაძლებელია გარდაიქმნას ენერგიად და ენერგია – მასად. ეს არ იყო მხოლოდ თეორიული კავშირი, აინშტაინის ფორმულა უფრო შორს წავიდა და ზუსტი სიდიდე მიანიჭა ენერგიის იმ რაოდენობას, რომელიც არსებობდა გარკვეული მასაში.
 ფორმულა გარდა დამანგრეველი ძალისა ასევე მოიცავს სამყაროს შექმნის თეორიას, ენერგის უზარმაზარი რაოდენობიდან მასის წარმოქმნას, დიდ აფეთქებას. ეს ფორმულა  ძალიან ბევრ რამზე მიუთითებს და კაცობრიობის ყველაზე დიდ აღმოჩენადაა მიჩნეული.
                                                ატომური ბომბი

     ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობა დაიწყო მე-20 საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში. ამ სამუშაოებს საფუძვლად დაედო გასული საუკუნის დასაწყისში მომხდარი მთელი რიგი უდიდესი აღმოჩენები ფიზიკაში. ამ აღმოჩენებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ალბერტ აინშტაინის მიერ ნაჩვენები "მასის დეფიციტი", რაც გახდა ბირთვული იარაღის თეორიული საფუძველი. თუმცა გარდა ამისა იყო სხვა უმნიშვნელოვანესი აღმოჩენებიც, მაგ. ერნესტ რეზერფორდის ატომის მოდელი (1911 წელი) და სხვა. ბირთვული იარაღის შექმნის პრაქტიკული საფუძველი გახდა დიდი გერმანელი ფიზიკოსის, ოტო ჰანის მიერ 1938 წლის 17 დეკემბერს, ატომის ბირთვის გახლეჩა. სამართლიანობის გულისთვის უნდა ითქვას, რომ ოტო ჰანთან ერთად სამუშაოებში მონაწილეობდა ფრიც შტრასმანი და ლიზა მეიტნერი. ეს უკანასკნელი, ლიზა მეიტნერი, იყო ებრაელი და იგი შემთხვევით გადაურჩა საკონცენტრაციო ბანაკს, მან თავისი კოლეგების, განსაკუთრებით ოტო ჰანის ძალისხმევით მოახერხა გაქცევა შვეციაში. ბოლო, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ატომის ბირთვის გახლეჩვაში, მისი დამსახურება უფრო მეტი იყო, ვიდრე ოტო ჰანის. ამავე პერიოდში გამოქვეყნდა მთელი რიგი თეორიული კვლევების შედეგები, ექსპერიმენტების მასალები. ატომური იარაღის შექმნა რეალობად იქცა.

                                                            აინშტაინის ორეული




ამ ადამიანის ფო­ტო, აინშტაინივით ენა­გამოყოფილის, ინტე­რნეტში მოხვდა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა.
კაცს ფოტო ერთ-ერთმა მგზავრმა გადაუღო, როდესაც მისი საოცარი მსგავსება შე­მთხვევით შენიშნა. თანამედროვე "აინშტაინი" ნიუ-იორკში ტაქსის მძღოლია.

ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ უამრავი თეორია გაჩნდა, მათ შორის ისიც, რომ 1955 წელს გარდაცვლილი დიდებული ფიზიკოსი დროში "მოგზაურობს" და კვლავ გამოგვეცხადა.

აინშტაინის ვიდეოები














































აინშტაინი

აინშტაინი