ფორმულა რომელმაც მსოფლიო შეცვალა

                                             ფორმულა რომელმაც მსოფლიო შეცვალა

                                       
E=mc² აინშტაინის გენიალურობის სიმბოლოა. ეს არის ფორმულა, რომელიც ადამიანთა მიერ სამყაროს აღქმას სრულიად ცვლის, იგი აერთიანებს 2 იდეას, რომელიც აქამდე არავის დაუკავშირებია ერთმანეთთან ისე გენიალურად, როგორც აინშტაინმა შესძლო, ეს არის კავშირი მასასა და ენერგიას შორის. აინშტაინის მთავარი ჩანაფიქრი იყო ის, რომ ენერგია, რომელიც ამოძრავებს საგანს და მასა, როგორც საგნის წონა არ არიან ერთმანეთისგან განსხვავებულნი, პირიქით, ისინი ერთდაიგივე რამეს წარმოადგენენ. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ მასა შესაძლებელია გარდაიქმნას ენერგიად და ენერგია – მასად. ეს არ იყო მხოლოდ თეორიული კავშირი, აინშტაინის ფორმულა უფრო შორს წავიდა და ზუსტი სიდიდე მიანიჭა ენერგიის იმ რაოდენობას, რომელიც არსებობდა გარკვეული მასაში.
 ფორმულა გარდა დამანგრეველი ძალისა ასევე მოიცავს სამყაროს შექმნის თეორიას, ენერგის უზარმაზარი რაოდენობიდან მასის წარმოქმნას, დიდ აფეთქებას. ეს ფორმულა  ძალიან ბევრ რამზე მიუთითებს და კაცობრიობის ყველაზე დიდ აღმოჩენადაა მიჩნეული.

No comments:

Post a Comment